იმპლანტაცია
კბილის იმპლანტაცია არის - კბილთა მწკრივის აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეთოდი. კბილის იმპლანტი არის ტიტანით დამზადებული დეტალი, რომელიც იხრახნება ყბის ძვალში. შინაარსით იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს. სტომატოლოგიის განვითარების თანამედროვე დონე იძლევა ზოგიერთი შემთხვევაში ექსტრაქციის (ამოღების) თანავე იმპლანტის ჩასმის და მასზე კბილის გვირგვვინის დამზადების შესაძლებლობას
იმპლანტების უპირატესობებია:
იმპლანტს შეუძლია შეავსოს კბილთა მწკრივის დეფექტი, მეზობელი კბილების პრეპარირების გარეშე
იმპლანტზე დამზადებული გვირგვინი, გარეგნულად არ განსხვავდება ბუნებრივი გვირვინისგან
იმპლანტი აჩერებს ძვლის რეზობციას მისი ჩახრახვნის ზონაში
იმპლანტით შესაძლებელია კბილთა მწკრივის ნებისმიერი ზომის დეფექტის შევსება
იმპლანტი იძლევა უკბილო ყბაზე, მოსახსნელი პროთეზის უფრო კომფორტული მოსახსნელი ან მოუხსნელი კონსტრუქციით ჩანაცვლების შესაძლებლობას





ჩვენი კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელი კომპანიების იმპლანტების ორიგინალურ სისტემებს:
Zimmer (ა.შ.შ)
Bredent (გერმანია)
SGS (შვეიცარია)
შტრაუმანი (გერმანია)
ნეოდენტი (გერმანია)
აღნიშნული სისტემების ფართო არჩევანი იძევა საშუალებას მინიმუმამდე იქნას დაყვანილი იმპლანტაციის უკუჩვენება და პრაქტიკულად გამორიცხოს პოსტიმპლანტაციური გართულებები.
