რ. ლაღიძის N8. თბილისი +995 032 298 39 90

პაროდონტოლოგია

პირის ღრუს ჯამრთელობის შესანარჩუნებლად, კარიესის, ღრძილის ანთების და მისი გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სრულფასოვანი ჰიგიენის დაცვა, რომლისთვისაც მხოლოდ სახლის პირობებში მოვლა საკმარისი არ არის.

პერიოდულად აუცილებელია სტომატოლოგიურ კლინიკაში პროფესიული ჰიგიენური წმენდის ჩატარება. ძირითადად განმეორებითი ვიზიტები საჭიროა 6 თვეში ერთხელ. ზოგჯერ ეს პერიოდულობა შეიძლება შემცირდეს ექიმის გადაწყვეტილებით, შესაბამისი მიზეზების არსებობისას.

პროფესიული წმენდა გულისხმობს ნადების და ქვების მოცილებას კბილის ზედაპირიდან და ღრძილქვეშა ზონიდან. ამისთვის ძირითადად გამოიყენება ულტრაბგერის აპარატი და ჰაერ-ჭავლური პოლირება.

ამის შემდეგ, ექიმი პაციენტს აძლევს რეკომენდაციებს პირის ღრუს ინდივიდუალური მოვლის შესახებ და უნიშნავს შემდგომ ვიზიტს.

ჩვენს კლინიკაში წლების მანძილზე არსებობს დისტანციური აღრიცხვის პროგრამა რომელიც ზარის ან ის საშუალებით ახსენებს პაციენტს შემდგომ ვიზიტს და დაგეგმილ პროცედურებს.

 

პაციენტის სრული კომფორტისთვის, კლინიკამ განაახლა აპარატურა და კბილების პროფესიული წმენდისთვის და ღრძილების მკურნალობისთვის შეიძინა კომპანია EMS - ის 2018 წლის უახლესი დანადგარი.

იგი თავისი ტექნიკური მონაცემებით შეესაბამება უმაღლესი სტანდარტების ნორმებს. განსხვავდება წინამორბედი დანადგარებისგან:

  • არის აბსოლიტურად უმტკივნეულო
  • წყლის ტემპერატურის გათბობა, რის გამოც პროფესიული წმენდა აღარ წარმოადგენს დისკომფორტს მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
  • სრული სტერილიზაციის უნარი, რომელიც ხორციელდება მისივე ერთ-ერთი რეჟიმით (გარდა სტანდარტული სტერილიზაციისა)

 

პროფესიული ჰიგიენური წმენდის ჩატარებამდე ხდება პირის ღრუს დათვალიერება, პირველადი დიაგნოსტიკა ლორწოვანი გარსის, პაროდონტის და კბილის მაგარი ქსოვილების მდგომარეობის შეფასება.

სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება პირის ღრუს კამერა - ვიზიოგრაფია, ორთოპანტონოგრამა და კომპიუტერული ტომოგრაფია.

.

 

ჯანო ჯიქიძე

პაროდონტოლოგი

მარიკა რამიშვილი

პაროდონტოლოგი

ეკა ჩიქოვანი

პაროდონტოლოგი