პროგრამები
რეზიდენტურა უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის შემდგომი საფეხურია, სასწავლო პროგრამებისა და საექიმო საქმიანობის ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, სარეზიდენტო პროგრამით დადგენილ ვადაში. კლინიკა ყოველწლიურად ამზადებს 21 დიპლომირებულ ექიმს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისთვის.
სარეზიდენტო პროგრამა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სპეციალობის აღწერილობა/სპეციფიკაზე დაფუძნებული და საექიმო საქმიანობის შემცველი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის წარმატებით დასრულება სპეციალობის მინიჭებით მთავრდება.
სარეზიდენტო პროგრამა თერაპიულ სტომატოლოგიაში მოიცავს 11 თვეს, მასში შემავალი კლინიკური მოდულებით.
სარეზიდენტო პროგრამა ორთოპედიულ სტომატოლოგიაში მოიცავს 17 თვეს მასში შემავალი კლინიკური მოდულებით.
გადამზადების პროგრამა ,,პირის ღრუს ქირურგიულ სტომატოლოგიაში'' მოიცავს 3 თვიან პროგრამას.
გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიულ სტომატოლოგიაში მოიცავს'' 6 თვიან პროგრამას.
გადამზადების პროგრამა ,,თერაპიულ სტომატოლოგიაში'' მოიცავს 3 თვიან პროგრამას.
უწყვეტი სამედიცინო განათლება უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას. აგრეთვე სხვადასხვა საქმიანობებს, რომლებიც ექიმის პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
პროფესიული განვითარების მხრივ კლინიკა გთავაზობთ გაცვლით პროგრამებს გერმანიის ქ.კარლსრუეში ,,იმპლანტაციისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრში''