დიაგნოსტიკა
სწორი მკურნალობა იწყება სწორი დიაგნოზიდან.
კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურით. კომპიუტერული ტომოგრაფია და ვიზიო-რენტგენოლოგიური კვლევა იძლევა საშუალებას ზუსტად დაისვას დიაგნოზი ყბა-კბილთა სისტემის ნებისმიერი პათოლოგიის დროს.
ციფრული 3D ტომოგრაფიული პროგრამების საფუძველზე იქმნება ვირტუალური მოდელი საოპერაციო ველის ყბის ძვალზე. ამ მოდელით მზადდება ქირურგიული შაბლონები, რომელიც იძლევა საშუალებას მაღალი სიზუსტით დაიგეგმოს და განხორციელდეს იმპლანტაცია.
ცეფალომეტრია - (ტელერენტგენოგრაფია). ორთოდონტები იღებენ ახალ ინფორმაციებს, თუ როგორ დამოკიდებულებაშია ყბების მდებარეობა თანკბილვის ანომალიასთან და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება, ყბების ზრდის მიმართულების შეცვლით.
ვიზიო-რენტგენოლოგიური კვლევა და 3D პროგრამები აძლევს საშუალებას ექიმ-თერაპევტს დინამიკაში განახორციელოს კბილების ენდოდონტიური მკურნალობა. და დაკვირვება აწარმოოს პაროდონტის ქსოვილზე.
კომპიუტერული პროგრამები უზრუნველყოფენ პაციენტების პირადი მონაცემებისა და რენტგენოლოგიური კვლევის არხივიზაციას.



