Warning: session_start(): open(/var/cpanel/php/sessions/ea-php55/sess_hv2j4uijacp1r4pg6vksjv1kj2, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /home2/dentex95ge/public_html/index.php on line 100

Warning: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home2/dentex95ge/public_html/index.php:100) in /home2/dentex95ge/public_html/index.php on line 100

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home2/dentex95ge/public_html/index.php:100) in /home2/dentex95ge/public_html/index.php on line 101
თერაპია :: Dentex95
რ. ლაღიძის N8. თბილისი +995 322 983 990

თერაპია

კარიესის მკურნალობა მოიცავს დაზიანებული ქსოვილის მოცილებას და წარმოქმნილი სივრცის აღდგენას ბჟენით. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და სრულიად უმტკივნეულოა. კბილის იზოლაცია ხორციელდება რაბერდამის სისტემით. რესტავრაციისათვის გამოიყენება სხივგამყარებადი კომპოზიციური საბჟენი მასალები (ჰელიობჟენები), რომელთა საშუალებითაც სრულფასოვნადაა შესაძლებელი კბილის ფუნქციისა და ესთეტიკის აღდგენა.

კლინიკას შერჩეული აქვს საუკეთესო მახასიათებლებისა და ხარისხის მქონე რამდენიმე კომპანიის პროდუქტი:

თუ არ მოხდა კარიესის დროული მკურნალობა დაზიანება გაღრმავდება, ბაქტერიები შეაღწევს კბილის შიგნით არსებულ რბილ ქსოვილში - პულპაში და დაიწება ანთებითი პროცესი, რაც ძლიერი თვითნებითი ტკივილითა და ღამის ტკივილით შეიძლება გამოვლინდეს. ამ ეტაპზე საჭირო ხდება ენდოდონტიური მკურნალობის ჩატარება, რაც გულისხმობს კბილის დაინფიცირებული რბილი ქსოვილების ამოღებას, ფესვის არხების გაწმენდასა და ფორმირებას, დეზინფექციას და წარმოქმნილი სივრცის შევსებას სპეციალური მასალით. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.

ენდოდონტიური მკურანალობის პროცესში სხვადასხვა უახლესი აპარატურა გამოიყენება. დიაგნოსტიკაში საჭიროების შემთხვევაში  ერთვება კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია (3D სურათი). არხებიდან დაინფიცირებული რბილი ქსოვილების ამოღება და არხების ფორმირება მცირე ზომის მბრუნავი ინსტრუმენტებისა და სპეციალური აპარატის - ენდობუნიკის გამოყენებით ხდება.  შერჩეული მბრუნავი ინსტრუმენტები  (გერმანული კომპანია VDW, შვეიცარიული კომპანია FKG) უზრუნველყოფენ არხიდან ქსოვილების სრულფასოვან მოცილებას და არხის სრულყოფილ ფორმირებას სამ განზომილებაში, რაც შემდგომში არხის სრული დაბჟენის წინაპირობას ქმნის. 3D დიაგნოსტიკის, 3D ფორმირებისა და დაბჟენის საუკეთესო კომბინაციით ვიღებთ მკურნალობის ახლებურ მიდგომას რომელიც თანამედროვე სტომატოლოგიურ სამყაროში 3D ენდოდონტიის სახელითაა ცნობილი.

მკურნალობის პროცესში არხის დეზინფექციისათვის ლაზერის გამოყენება ხდება. ლაზერის სხივი განსაკუთრებით ეფექტურია შორსწასულ კლინიკურ შემთხვევებში ფესვის ირგვლივ არსებული ანთებითი პროცესების მკურნალობისათვის. ლაზერის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ვადებსა და  ექიმთან ვიზიტების რიცხვს.  გამოიყენება უახლესი გერმანული კომპანია Sirona ლაზერის აპარატი სამი სხვადასხვა ტალღის სიგრძის კომბინაციით  Siro Laser Blue.

ექიმები:

გია კობახიძე

თერაპევტი სტომატოლოგი

ნატალია სუხიტაშვილი

თერაპევტი სტომატოლოგი

მაკა ლორთქიფანიძე

თერაპევტი სტომატოლოგი

ეკა ჩიქოვანი

თერაპევტი სტომატოლოგი

მეგი ანანიაშვილი

თერაპევტი სტომატოლოგი

მარიკა ზურმუხტაშვილი

თერაპევტი სტომატოლოგი

ნანა ძოწენიძე

თერაპევტი სტომატოლოგი