რ. ლაღიძის N8. თბილისი +995 322 983 990

ორთოპედია

ორთოპედიული სტომატოლოგია ემსახურება ყბა-კბილთა სისტემის მთლიანობის დარღვევის დიაგნოსტიკას და მკურნალობას
 

ორთოპედიული მკურნალობის შედეგად ხდება ნაწილობრივი ან სრული ადენტიის შევსება, რაც საბოლოო შედეგად აღადგენს, როგორც დარღვეულ ღეჭვით ფუნქციას, ასევე ესთეტიკურ დისკომფორტს
 

საღეჭი ფუნქციის დარღვევა იწვევს საკვების არასრულფასოვან დაქუცმაცებას, რაც იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს
 

როგორ ხდება  ორთოპედიული მკურნალობა

ორთოპედიული მკურნალობისთვის გამოიყენება როგორც მოსახსნელი, ასევე მოუხსნელი კონსტრუქციები
 

მოსახსნელი კოსტრუქციები:

ფირფიტოვანი ან ნაწილობრივი ფირფიტოვანი პროთეზები

ბიგელის პროთეზი (საკეტისებრი ფიქსაციით)

ელასტიური პროტეზები

მოუხსნელი კონსტრუქციები:

მეტალო-კერამიკის ან ცირკონო-კერამიკის ხიდისებური კონსტრუქციები

ცალკეული გვირგვინები:

  • მეტალო კერამიკა
  • ცირკონო კერამიკა
  • უმეტალო კერამიკა

ესთეტიკური დისკომფორტის გამოსწორება ფრონტალური კბილების არეში შესაძლებელია ორთოპედიული რესტავრაციით უმეტლო კონსტრუქციებით (ვინირი)

კერამიკული (უმეტალო კერამიკა) რესტავრაცია

ცირკონიუმით რესტავრაცია

აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალი ესთეტიკური შედეგი.

 

დათო სუხიტაშვილი

ორთოპედი სტომატოლოგი. ინპლანტოლოგი

ავთო მაჭავარიანი

ორთოპედი სტომატოლოგი. ინპლანტოლოგი

გიგა კიკნაძე

ორთოპედი სტომატოლოგი. ინპლანტოლოგი