რ. ლაღიძის N8. თბილისი +995 322 983 990

ზოგადი გაუტკივარება

ზოგადი ანესთეზია სტომატოლოგიაში. ( ნარკოზი)

კლინიკაში დანერგილია ზოგადი ანესთეზიის ყველა თანამედროვე მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა მკურნალობა ჩატარდეს უმტკივნეულოდ, ეფექტურად, ფსიქო-ემოციური სტრესის გარეშე და მაქსიმალური კომფორტით, როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისათვის.

გამოიყენება როგორც ზოგადი ენდოტრაქეული გაუტკივარება (მოსახლეობის დიდ ნაწილში მას უწოდებენ ,,ნარკოზს“), ასევე მსუბუქი, საშუალო ან მძიმე სედაცია. ანესთეზიის სახეს არჩევს ანესთეზიოლოგი პაციენტთან და სტომატოლოგთან შეთანხმებით.(რაც დამოკიდებულია მანიპულაციის მასშტაბზე). ზოგადი ანესთეზია შესაძლებელია ჩატარდეს ნებისმიერი სტომატოლოგიური ჩარევის პირობებში.

მანიპულაციების უმრავლესობა ტარდება სედაციის ქვეშ. სედაციის დროს პაციენტი აბსოლუტურად თავისუფალია ტკივილისაგან, ძინავს და შესაბამისად ფსიქო-ემოციურად თავისუფალია, მაგრამ ცნობიერება სრულად გათიშული არ არის და ის ასრულებს ოპერატორის მარტივ დავალებებს, რომლის შესახებაც მანიპულაციის შემდეგ არ ახსოვს. სედაციის შემდეგ პაციენტი იმყოფება კლინიკაში ერთი საათის განმავლობაში. სედაციას არ ახასიათებს ზოგადი ენდოტრაქეული ანესთეზიისათვის ჩვეული გართულებები, არის მნიშვნელოვნად უსაფრთხო.

ზოგადი ანესთეზიაგამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს აქვს გარკვეული ნევროლოგიური დაავადებები და არ შეუძლია ითანამშრომლოს ექიმთან. წარმატებით გამოიყენება ბავშთა ასაკშიც.